Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტოლმა ცხვრის ხორცით

 
საჭირო მასალა: 1 კგ ცხვრის რბილი ხორცი, 2 თავი ხახვი, 1 ღვინის ჭიქა მრგვალი ბრინჯი, 100 მლ წყალი, 2 კბილი ნიორი, 1 კონა ქინძი, 40-45 ცალი ვაზის მოზრდილი ფოთოლი, 1-2 ჩ.კ. ძირა, პილპილი, მარილი გემოვნებით. საწებელი - 0.5 ლ მაწონი, 1 ჩ.კ. დანაყილი ნიორი, მარილი გემოვნებით.
 
მომზადება: კარგად გარეცხილი ვაზის ფოთლები მოვწალოთ მდუღარე წყალში. ხორცი, ხახვი, ქინძი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ფარშს დავუმატოთ წყალი, ბრინჯი, მარილი, პილპილი, ძირა და მოვზილოთ. ვაზის ფოთლებზე გადავანაწილოთ ფარში, შევახვიოთ და ჩავაწყოთ სქელძირიან ქვაბში, დავაფაროთ თეფში, დავასხათ იმდენი  წყალი, რომ ტოლმებს მოადგეს და მოვხარშოთ ბრინჯისა და ფოთლების მომზადებამდე. საწებლის ინგრედიენტები შევურიოთ და გავთქვიფოთ. ტოლმა სუფრასზე მივიტანოთ საწებელთან ერთად.
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული