Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ნაყინი კარამელით

საჭირო მასალა: 2 კვერცხი,  75 გ შაქარი, 150 გ ნატურალური იოგურტი, 150 მლ არაჟანი, 1 ს.კ. ვანილის შაქარი. კარამელი – მოსართავად.

მომზადება: კვერცხის გულები და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ იოგურტი, არაჟანი და ვანილის შაქარი. მასა ჩავასხათ კონტეინერში და შევდგათ საყინულეში 1,5 საათით. ცილა ძალიან კარგად გავთქვიფოთ და შევურიოთ გაყინული მასა, შემდეგ კვლავ გადავიტანოთ კონტეინერში და შევდგათ საყინულეში. იმისათვის, რომ ნაყინმა ნაზი კონსისტენცია მიიღოს, სანამ ბოლომდე გაიყინება, კიდევ ორჯერ გავთქვიფოთ. მზა ნაყინს მოვასხათ ცხელი კარამელი და ისე მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123