Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოსტნეული ჩინურ სამოსში

ხამანწკის სოუსი სხვადასხვა საკმაზით ჩინური რესტორნების უმთავრესი მახასიათებელია და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი გემო აქვს. სახლში მისი მომზადება მაინცდამაინც გავრცელებული არაა, მაგრამ ინგრენდიენტების სწორად შერჩევით ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია. ასე რომ, შინ მომზადების მცდელობასაც არაფერი უდგას წინ. მთავარია, პროდუქტი ბუნებრივი იყოს და საწებელს ზღვის სიმლაშე დაჰკრავდეს.
 
შემადგენლობა:
1/4 ჭიქა გამომშრალ სოკო;
1 კგ. მზა ბროკოლი;
1/4 ჭიქა მიწის თხილის ზეთი;
1 სუფრის კოვზი დანაყილი ნიორი (თუ გნებავთ);
1 ქილა ახალი სოკო, გასუფთავებული, ღეროებდაცლილი და წვრილად დაჭრილი;
ნახევარი ჭიქა ხამანწკის სოუსი;
 
მომზადების წესები:
1. სოკო გააჩერეთ ძალიან ცხელ წყალში დარბილებამდე (ასე, 15 წუთით). შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და დაკეპეთ. წყალი შეინახეთ. ბროკოლის ფოთლები და ღეროები გააცალკევეთ ერთმანეთისაგან და ორ სანტიმეტრნახევრიანი სიგრძის ვიწრო ნაჭრებად დაყავით.
2. გააცხელეთ ორი სუფრის კოვზი ზეთი მაღალ ცეცხლზე შემოდგმულ ტაფაზე. როდესაც გაცხელდება, დაუმატეთ ბროკოლის ღეროები, ნიორი (თუკი გიყვართ), სოკო და მოასხით მეოთხედი ჭიქა სოკოს წყალი. ხშირად ურიეთ და გააჩერეთ მანამ, სანამ ღეროები არ დარბილდება (ასე, 4 წუთით).
3. ამასობაში, ცალკე პატარა ტაფაზე დარჩენილი ორი კოვზი ზეთი გააცხელეთ. დაყარეთ ზედ ახალი სოკო და გააჩერეთ მანამ, სანამ ფერს არ შეიცვლის.
4. ტაფაზე ან ქვაბში მოათავსეთ ბროკოლის ფოთლები და ხამანწკის სოუსი. ნაზად აურიეთ, რომ ბოსტნული ერთმანეთს შეერიოს. 2 წუთით, მანამ, სანამ ფოთლები არ მოითუთქება, დატოვეთ ცეცხლზე. მიირთვით ცხელი, ხრაშუნა სოკოსთან ერთად.
მომზადების დრო: 20 წუთი,4 ულუფა.
 
© New York Times News/ გაზეთი იბერია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული