Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Romanee Conti-ს ახალი რეკორდი


გასულ კვირას ჟენევაში გამართულ  Cristie’s  აუქციონზე ელიტური ღვინო რეკორდულ ფასად – 123,9 ათას დოლარად გაიყიდა. აუქციონის დაწყების წინ ლოტი 56-78 ათას დოლარად იყო შეფასებული. როგორც აღმოჩნდა, საბოლოო შედეგმა მოსალოდნელს ორჯერ გადააჭარბა. ღვინო ამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა, რომელმაც ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა. ეს წითელი ბურგუნდიული ღვინო ორი ფაქტორის გამო ითვლება უნიკალურად: 750 მლ-იან ბოთლშია ჩამოსხმული და 1945 წლით თარიღდება. გარდა ამისა, ეს 1,85 ჰექტარზე გაშენებული იმ ვენახის ყურძნისგან დაწურული უკანასკნელი ღვინოა, რომელსაც ფილოქსერას გამო ჯერ კიდევ არ წამლავდნენ.
1945 წლის ცხელი და გვალვიანი ზაფხულის წყალობით წითელი ბურგუნდიული ძალზე მცირე რაოდენობით დაიწურა და შესანიშნავი არომატით გამოირჩევა.
ამავე აუქციონზე Romanee Conti-ს 1999 წლის ჩამოსხმის ღვინოებიც გაიყიდა, თითო 14 ათას დოლარად. შეგახსენებთ, რომ ლონდონში გამართულ Sotheby's აუქციონზე 1990 წლის ჩამოსხმა Romanee Conti-ს რვა ბოთლი 224 900 დოლარად, ანუ თითოეული ბოთლი 28 112 დოლარად გაიყიდა.
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ღვინოდ მიჩნეულია 1787 წლის ჩამოსხმა Chateau Lafite, რომელიც თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტსა და ღვინოების ცნობილ კოლექციონერს - თომას ჯეფერსონს ეკუთვნოდა. ეს ღვინო 1985 წელს Forbes-ს ვიცე-პრეზიდენტმა 160 ათას დოლარად შეიძინა Cristie’s აუქციონზე.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.