Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქისი, ვინივერია, 2011

37.00 ლარი

ევროპულად დაყენებული ქისი საკმაოდ იშვიათი გახდა ქართულ ბაზარზე. მხოლოდ "ქინძმარაულის მარნის" რამდენიმე წლის წინანდელი ქისი მახსენდება, დანარჩენები თითქმის ყველა ტრადიციული კახური მეთოდით იყო დაყენებული. ეს კლასიკური მეთოდით დაწურული ქისი ჩალისფერია და ძალიან სასიამოვნო პირველი სურნელებით გამოირჩევა. ხაზგასმით იგრძნობთ მცენარეულ ტონებს, პირველ რიგში კი ცერეცოს და სალბს (შალფეი), მოგვიანებით კი ხილის სურნელებიც ჩნდება. საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოება ახასიათებს, კარგი მისაყოლებელი იქნება სოკოს ან ციტრუსიან სალათებთან, ასევე სხვადასხვანაირ სტარტერთან, სუნელებში დაბუღულ თევზთან.

© vinoge.com



"ვინივერიას" "ქისი" ყოველთვის საუკეთესო და რაღაცით გამორჩეულია. იმედია, ესეც არ არის გამონაკლისი!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.