Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნივრიანი ქათამი უნგრულად

საჭირო მასალა: 1,5 კგ ქათამი, 100 გ ბეკონი ან სალა, 50 გ კარაქი, 1 ჭიქა ნაღები, 2 თავი ნიორი, მარილი, წიწაკა, პაპრიკა – გემოვნებით.

მომზადება: ქათამი გავრეცხოთ და ხელსაწმენდით გავამშრალოთ. სალა პატარა კუბიკებად დავჭრათ, დავყაროთ ცხელ ტაფაზე და დავბრაწოთ, დავუმატოთ კარაქი. ამოვიღოთ შემწვარი სალა, ზედ მოვათავსოთ მარილმოყრილი ქათამი და შევწვათ. ქათამი ამოვიღოთ. ტაფაში ჩავასხათ ნაღები და მოვურიოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. შემწვარი ქათამი მოვათავსოთ ფორმაში, მოვასხათ მომზადებული სოუსი და ზემოდან დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი. აქვე შეგვიძლია დავუმატოთ შემწვარი სალაც. მოვაყაროთ პაპრიკა, გადავაკრათ ფოლგა და შევდგათ 190-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 50 წუთით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული