Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კურდღელი ტკბილი წიწაკის სოუსში

საჭირო მასალა: 1,5 კგ კურდღელი, 2 ს.კ. კარაქი, 2 თავი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, 1 ცალი ცუკინი ან პატარა ყაბაყი, 1 ჩ.კ. ძირა, ზეთი – შესაწვავად, მარილი, პილპილი – გემოვნებით. სოუსისთვის – 2 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა, 100 გ წითელი ხახვი, 2-3 ს.კ. თეთრი მშრალი ღვინო, 3-4 ს.კ. სქელი ნაღები, 2 ს.კ. კარაქი. 
მომზადება: კურდღლის ხორცს ამოვაჭრათ ფილეები. ძვლიან ნაწილს წავუსვათ ერთმანეთში არეული მარილი, პილპილი და ძირა. ფილეს ნაჭრები შევწვათ ზეითუნის ზეთში. დარჩენილი ნაჭრებს მოვაცალოთ ძვლებზე შერჩენილი ხორცი, მოვათავსოთ ქვაბში მსხვილად დაჭრილ 1 ცალ სტაფილოსთან და 1 თავ ხახვთან ერთად, დავასხათ 1,5 ლ ცხელი წყალი და 40 წუთის განმავლობაში თავდახურული ვშუშოთ. ბულიონი გადავინახოთ. მოშუშული ხორცი შეძლებისდაგვარად ავკეპოთ. ცუკინი და სტაფილო წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ, შევურიოთ კურდღლის მოშუშული ხორცი და ერთად ვშუშოთ. მოვამზადოთ სოუსი – წითელი ხახვი და წითელი წიწაკა მსხვილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. ტაფაში ჩავასხათ ღვინო, დავუმატოთ 50 მლ კურდღლის ბულიონი და განვაგრძოთ მზადება, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. მოშუშული ბოსტნეული ცოტა ბულიონთან ერთად ბლენდერში ავთქვიფოთ, შევანელოთ მარილითა და პილპილი. სოუსში ჩავასხათ ნაღები და ადუღებამდე მივიყვანოთ. შემწვარი ხორცი საწებელთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული