Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

‘ვაინ მენის’ ახალი ხაზი

ნინო ნატროშვილი

ბრენდი "ალექსანდრე ჯორჯაძედახლზე სექტემბერში გამოჩნდება

ახლახან "ექსპო ჯორჯიამღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეორე საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. გამოფენა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მასში მონაწილეობა 55-მა კომპანიამ მიიღო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ღვინო, შუშხუნა შვინოები, სპირტიანი სასმელები, საწარმოო დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები, ინგრედიენტები, დანამატები, სასუქები, ვაზისა და ვენახის მოვლის ტექნიკა, ნერგები, მინის ტარა, აქსესუარები.

ამ სეგმენტის მიმართ მზარდი ინტერესი ისევ არსებობს. რუსეთის ბაზრის დაკარგვის მიუხედავად, საქართველოში ღვინის მწარმოებელთა რაოდენობა არ შემცირებულა. "ღვინო ჩვენი ხელობაა” - ამ დევიზით იყვნენ წარმოდგენილი გამოფენაზე ღვინის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიები. განხილვის საგანი, ძირითადად, ახალ ბაზრებზე გასვლის პერსპექტივა და ამ სეგმენტში ღვინის წარმოების ახალი ტექნოლოგიები იყო. თუმცა გამოფენაზე ახალი ბრენდებიც იყო წარმოდგენილი. კერძოდ, კომპანია "ვაინ მენიშემოდგომაზე ადგილობრივ ბაზარზე ახალ ბრენდს გამოიტანს. "ბიზნესიკომპანიის ვიცე-დირექტორ მერაბ ელიაშვილს ესაუბრა:

- საიდან იწყება ბრენდ "ალექსანდრე ჯორჯაძისისტორია?

- ჩვენი კომპანია, შპს "ვაინ მენი” 2000 წელს დაარსდა. რაც შეეხება ახალ ბრენდ "ალექსანდრე ჯორჯაძეს”, ამ მარკის ღვინო კომპანიის დამფუძნებლის პაპის პატივსაცემად ჩამოვასხით. ალექსანდრე ჯორჯაძეს მეცხრამეტე საუკუნეში ჰქონდა ღვინის მწარმოებელი კომპანია, აწარმოებდა თავის ღვინოს, რომელიც საკმაოდ ცნობილი იყო თბილისში. კომპანიის საფირმო ნაწარმი იყო გუნაშაური, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა - მანეთ-ნახევარი. მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო, ამით ხუთ ქათამს იყიდდი. ალექსანდრე ჯორჯაძე რევოლუციის დროს მოკლეს, მისი ქონება დაიტაცეს, კომპანიას კი ექსპროპროიაცია გაუკეთეს. მოგვიანებით ეს კომპანია შვილიშვილმა აღადგინა.

- კომპანიას თავისი ვენახები აქვს თუ ყურძენს აპელაიონებში ყიდულობთ?

- ვენახები გვაქვს კახეთში, ძირითადად, კახიფარის მიდამოებში. ასევე, მაღალი ხარისხის ყურძენს მუკუზანში და წინანდალში გლეხებისაგან ვყიდულობთ.

- რამდენი დასახელების ბრენდს ასხამთ?

- ამ ეტაპზე ცამეტი დასახელების ბრენდს ვაწარმოებთ. ჩვენი ქარხნის პროდუქციის 100 პროცენტი ექსპორტზეა გათვლილი. "ვაინ მენისღვინო ძირითადად უკრაინაში გადის. ჩვენს ნაწარმს საქართველოში არ ვყიდით. ადგილობრივი ბაზრისთვის სწორედ ახალი ბრენდი "ალექსანდრე ჯორჯაძეარის გათვალისწინებული, რომლის რეალიზაციას, ალბათ, შემოდგომაზე დავიწყებთ. ამ ეტაპზე ღვინის მცირე პარტიები გაგვაქვს ბალტიისპირეთში და ყაზახეთში. შარშანდელი გათვლებით, ექსპორტმა დაახლოებით 780 ათასი ბოთლი შეადგინა. რუსეთის ემბარგომ ჩვენზე არ იმოქმედა, რადგან გაყიდვები არ გვქონდა დაწყებული.

 © „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული