თებერვლის შუა რიცხვებში მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიხსნა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების XX საერთაშორისო კონკურსი CHISINAU WINES&SPIRITS CONTEST-2011, რომელიც ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს 13 ქვეყნის 52 მწარმოებლის 208 ნიმუშმა მიიღო. კონკურსის სადეგუსტაციო კომისიის შემადგენლობაში 18 უცხოელი და 10 მოლდოველი ექსპერტი შედიოდა. ჟიურის მუშაობის შედეგად 3 დიდი ოქროს მედალი, 20 ოქროს მედალი, 43 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი, აგრეთვე სპეციალური დიპლომები გაიცა. წლევანდელ კონკურსზე გრან პრი არცერთ ღვინოს არ ხვდა წილად. საერთო ჯამში, უცხოურმა ღვინოებმა 30, მოლდოვურებმა კი – 40 სხვადასხვა ჯილდო დაისაკუთრა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად რუმინულ კომპანია Cotnari SA-ს, რომლის პროდუქციაც 3 დიდი ოქროს მედლით (Grasă de Cotnari1970, 1977, 1983), 3 ოქროს მედლით (Grasă de Cotnari 1988, 1985, 1992)და ამდენივე ვერცხლის მედლით (Tămâioasă Românească 2009, Fetească Albă 2009, Fetească Albă 2010)აღინიშნა. მოლდოვური პროდუქციიდან ჟიურის მოწონება დაიმსახურა კომპანია Fautor SRL–ის ღვინოებმა: Cabernet-Sauvignon Roze 2010, Cabernet-Sauvignon 2009,რომლებიც ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 4 ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად ასევე მოლდავურ ღვინოებს: Traminer 2008, Sauvignon Blanc 2010, Fautor 2009, Merlot 2009.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი