Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გებჟალია


მასალა:
უმარილო, ჭყინტი ყველი - 1 ან 2 თავი, პიტნა (1 კონა), მწვანე წიწაკა, მარილი - თუ არ დაგეზარებათ როდინში დანაყეთ, ასე უფრო გემრიელია. თუ არა, დაბლენდერებულსაც არა უშავს. - ეს შიგთავსი. ასევე მაწონი - 1 ქილა

განიერპირიანი ქვაბით ცეცხლზე შემოდგით წყალი (არ აადუღოთ, ისე გააცხელეთ, რომ ხელი არ დაგწვათ). სანამ წყალი გაცხელდება, ყველი დათალეთ თითის სისქე ნაჭრებად. ყველის ნაწილი ჩადევით ქვაბში (ძირი რომ დაფაროს იმდენი) და დააცადეთ 5 წუთი, მერე ხის კოვზით მოსინჯეთ, ყველი უნდა დარბილდეს და გაიწელოს. სწრაფად გადმოიტანეთ სინზე ("Поднос") და მართკუთხედის ფორმაზე გააბრტყელეთ 1-1,5 სმ სისქეზე. ზემოდან გადაუსვით წინასწარ მომზადებული შიგთავსი და რულეტივით გადაახვიეთ. ოდნავ აცადეთ, რომ შეგრილდეს და სასურველ ზომაზე დაჭერით (მე რომბების ფორმით ვჭრი). მზა ნაჭრები გადააწყვეთ მინის ღრმა ჯამში, ხოლო სინში მოგროვილი წვენი ცალკე ჭურჭელში გადაინახეთ. იგივე წესით მოამზადეთ დარჩენილი ჭყინტი ყველი. მაწონი გაქენით და ნელ-ნელა ჩაუმატეთ ცალკე მოგროვილი წვენი (ცოტა თხელი გააკეთეთ, რადგან ყველი სითხეს შეიწოვს). შეგიძლიათ შიგთავსის 1-2 კოვზიც დაამატოთ. ეს მასა მოასხით ყველს და შედგით მაცივარში. 1 საათი საკმარისია.
 
© tos-ka


მეგრელია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული