Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სკოლის მოსწავლეებს მეღვინეობას შეასწავლიან

ბორდოს ღვინის ბიუროს (CIVB) ინიციატივით, ბორდოელი მოსწავლეები მეღვინეობას შეისწავლიან. მეღვინეობის ძირითად პრინციპებს ბავშვებს 6 წლიდან  აუხსნიან და ყურძნის სხვადასხვა ჯიშების ცნობასაც ასწავლიან. გარდა ამისა, სპეციალურად მათთვის მოეწყობა ექსკურსიები, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მეღვინეებს შეკითხვები დაუსვან. აღნიშნული პროგრამა ექვსიდან თერთმეტ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. „იმედი გვაქვს, რომ ახალი წამოწყება ახალგაზრდა თაობას ჩვენი რეგიონისთვის ასე მნიშვნელოვანი დარგის - მეღვინეობის სიყვარულს ჩაუნერგავს, მის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას და ამ დარგის,  როგორც უძველესი კულტურის, რაობასაც მიახვედრებს“, - აღნიშნა CIVB-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ჰოშელტერმა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.