Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურული ღვინის ფესტივალი 24 ივნისს გაიმართება

გურული ღვინის ფესტივალი უკვე მეორედ იმართება, თუმცა ამჯერად სოფელ ხიდისთავში. 24 ივნისს მეღვინეები 12:00 საათიდან ელიან სტუმრებს. ფესტივალი 2022 წელს ჩოხატაურში დაარსდა, მისი მიზანი გურული ენდემური ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაცია და რეგიონში მეღვინეობის განვითარებაა. წელს უკვე ფესტივალი სოფელ ხიდისთავში იმართება, რომლის სახელწოდებაც “ოცხანაა” და რომელიც ოცხანური საფერეს ადგილწარმოშობის ალაგია.

როგორც თემურ შარაშიძე, ერთ-ერთი ორგანიზატორი გვიამბობს, ფესტივალის იდეა დიდი ხანია რაც გურულ მეღვინეებს გაუჩნდათ, საკმაოდ დიდ ხანს ემზადებოდნენ ამისთვის. თავდაპირვველად 15-20-მდე მეღვინე იყო და შარშან პირველად მოახერხეს იდეის განხორციელება: “გასულ წელს მხოლოდ გურული მეღვინეები ვიღებდით მონაწილეობას, წელს მოწვეული სტუმრებიც გვყავს. თუ შარშან 25-მდე მწარმოებელი ვიყავით, წელს დაახლოებით 50-მდე გაიზარდა ეს რიცხვი.” როგორც თავად გვიამბობს, გასულ წელს ისეთი დიდი დაინტერესება იყო, რასაც თავადაც არ ელოდნენ: “წარმოუდგენელი სიტუაცია იყო, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით. არ გვეგონა, რომ საქართველოში ამდენი გულშემატკივარი იყო გურული ღვინისა, ამდენი ადამიანი, ვისთვისაც გურული ღვინო მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო ჩვენთვის, რომ ამდენი სტუმარი ვნახეთ შარშან, ამან ნამდვილად დიდი სტიმული მოგვცა”. - აღნიშნავს ორგანიზატორი. 

წელს ღვინოების გარდა ფესტივალზე გურული კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაც იქნება, ასევე გურული ცეკვების წარმოდგენები. ღონისძიებაზე დაუკრავს ქუთაისის სასულე ორკესტრი, იქნება ჭურის მოხდის ტრადიციული ცერემონიალიც. ფესტივალზე იქნებიან არა მხოლოდ გურული ღვინის მწარმოებლები, არამედ მეღვინეები საქართველოს სხვა ღვინის რეგიონებიდანაც, იგეგმება სემინარებიც და დეგუსტაციებიც: “ღვინის ეროვნული სააგენტოდან ღვინის სხვადასხვა ექსპერტი ჩამოდის, მათ შორის ანა გოდაბრელიძე, იქნება ხუთი სომელიეც, რომლებიც ფესტივალსა და გამოფენილ ღვინოებს შეაფასებენ. გარდა ამისა, შეფასების შემდეგ შესაძლოა წარმატებული და გამარჯვებული ღვინოები დაჯილდოვდნენ კიდეც.” - გვიამბობს თემურ შარაშიძე. 

ფესტივალს საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდა, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, იმდენად საინტერესო და სასიამოვნო საქმეა გურული მეღვინეებისთვის ამ ღონისძიების ორგანიზება, რომ ასეთი ინტერესი საქმეს ძალიან აადვილებს: “ყველა გულით მუშაობს, თავიანთ მაქსიმუმს დებენ, რადგან ეს ამბავი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. აქ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, პირიქით, ძმები ვართ ერთმანეთისა. გურულებმა დავიჯერეთ, რომ კარგი ღვინო გვაქვს, ახლა ეს მთელ ქვეყანას უნდა დავაჯეროთ.” - ამბობს ორგანოზატორი. 

ფესტივალზე ძირითადად შეხვდებით ჩხავერს, თუმცა იქნება საკმიელაც, ჯანიც, ოცხანურიც და სხვა გურული ჯიშებიც. 24 ივნისს 12:00 საათიდან ხიდისთავში შემდეგი მარნების ღვინოებს დააგემოვნებთ: 

შარაშიძის მარანი

მეღვინეობა დოლიძე

თოფურიძის მარანი

კობიძეების მარანი

მეფარიშვილის მარანი

გურამ ტყეშელიაძის მარანი

ანდრო ვაშალომიძე

მენაბდის მარანი

სიხარულიძის მარანი

თურქიას მარანი

კომლი

ნოდოს ღვინო

ბაბას მარანი

მეღვინეობა „კალანდოურა“

ბოლერო

შაპიდონი

შალვინო

გოცირიძის მარანი

ლავინა

ბაიას ღვინო

დიმის ფერდობი

ბაგრატის ღვინო

გაიოზ სოფრომაძის მარანი

გიული ხერგიანის მარანი

აკაკი ხორავას მარანი

მირიანის ღვინო

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული