Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

შამფურზე შემწვარი კრევეტები

წინასწარ გაასუფთავეთ და გარეცხეთ ნებისმიერი ზომის და სახეობის კრევეტები (დაწყებული ჰოლანდიურით - ზომა 2-3 სმ და დამთავრებული "ტაიგერ" შრიმებით - ზომა 16-20 სმ). კუდები დაუტოვეთ. კრევეტები უნდა იყოს წინასწარ მოუხარშავი, ანუ ნაცრისფერი - საუკეთესო გემოს შესანარჩუნებლად. ჩააბასტურბეთ - ჯანჯაფილის (იმბირი) და ლიმონის წვენის მარინადში (სურვილისამებრ დაუმატეთ ნიორიც), რამდენიმე საათით ან ერთი დღე-ღამით. შამფურზე შეგიძლიათ წამოაცვათ დაბასტურმებისთანავე ან შეწვის წინ. ხის ჩხირები წინასწარ დაასველეთ წყალში 30 წუთით. ამ დროს ხორცი შიგნიდანაც არ გამოშრება, თან ხორცი შამფურზე არ იტრიალებს.

შეწვით გრილზე ან გრილის ტაფაზე გავარდისფერებამდე ერთი მხრიდან და 1-2 წუთით მეორე მხრიდან. გახსოვდეთ, რაც უფრო დიდიხანს გააჩერებთ კრევეტებს ცეცხლზე, მით უფრო დაკარგავს გემოს და არომატს.
 
© peppi
თემა:

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123