წინასწარ გაასუფთავეთ და გარეცხეთ ნებისმიერი ზომის და სახეობის კრევეტები (დაწყებული ჰოლანდიურით - ზომა 2-3 სმ და დამთავრებული "ტაიგერ" შრიმებით - ზომა 16-20 სმ). კუდები დაუტოვეთ. კრევეტები უნდა იყოს წინასწარ მოუხარშავი, ანუ ნაცრისფერი - საუკეთესო გემოს შესანარჩუნებლად. ჩააბასტურბეთ - ჯანჯაფილის (იმბირი) და ლიმონის წვენის მარინადში (სურვილისამებრ დაუმატეთ ნიორიც), რამდენიმე საათით ან ერთი დღე-ღამით. შამფურზე შეგიძლიათ წამოაცვათ დაბასტურმებისთანავე ან შეწვის წინ. ხის ჩხირები წინასწარ დაასველეთ წყალში 30 წუთით. ამ დროს ხორცი შიგნიდანაც არ გამოშრება, თან ხორცი შამფურზე არ იტრიალებს.