Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფინიკი ბეკონითა და ლურჯი ყველით

საჭირო მასალა: 20 ცალი ფინიკი, 5 ნაჭერი ბეკონი, 120 გ ლურჯი ყველი.

სოუსისთვის – 1/4 ჭიქა ძმარი ბალზამიკო, 2 ს.კ. თაფლი, მწიკვი მარილი, მწიკვი შავი პილპილი.

მომზადება: ბეკონის ნაჭრები შუაზე გავჭრათ. ფინიკს ამოვუღოთ კურკა და ყველი ჩავდოთ. ფინიკი ბეკონის ნაჭერში გავახვიოთ და ხის ჩხირებით შევკრათ. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ ფოლგა, ზედ მოვათავსოთ ბადე, ზედ დავაწყოთ მომზადებული რულეტები და 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით შევდგათ. სანამ შეიწვება, მოვამზადოთ  სოუსი: პატარა ქვაბში ჩავასხათ ძმარი ბალზამიკო, თაფლი, მწიკვი მარილი და შავი პილპილი. სოუსი დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. როდესაც მუქი ყავისფერი გახდება, გადმოვდგათ და მზა რულეტებს მოვასხათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული