Home
ქართული | English
ივლისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართება

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბრიტანული საინფორმაციო პლატფორმა Harpers დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ქართული ღვინის დეგუსტაციებზე წერს. ავტორი ქართული ღვინის ბრიტანულ ბაზარზე ზრდას უსვამს ხაზს, რისი აღმნიშვნელი დაგეგმილი ღონისძიებებია.

სტატიაში ნათქვამია, რომ 2020-დან 2021 წლამდე ქართულ ღვინოს ბრიტანეთის ბაზარზე უპრეცედენტო, 72%-იანი ზრდა ჰქონდა. დეგუსტაციის თარიღები უკვე ცნობილია. 28 აპრილს ლონდონში პირველ დეგუსტაციას China Exchange უმასპინძლებს, შემდეგი ღონისძიება კი 11 მაისს მანჩესტერშია დაგეგმილი. დეგუსტაციები ქართული ღვინით დაინტერესებულები ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, წერს Swirl Wine Group, რომელიც ქართულ-ბრიტანული სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს.

დეგუსტატორები გაეცნობიან როგორც იმპორტირებულ ღვინოებს, რომლებიც უკვე იყიდება ბრიტანეთს ბაზარზე, ისე ახალ პროდუქციას, რომელთა მიზანიც ბაზარზე თავის დამკვიდრებაა. 

ორივე ღონისძიებაზე ქართული ღვინის ექსპერტის სარა ებოტის მასტერკლასებზე დასწრება იქნება შესაძლებელი. მასტერკლასები თანამედროვე ქართულ ღვინოსა და ადგილობრივ ყურძნის ჯიშებს შეეხება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული ღვინისადმი ინტერესი მზარდია, რასაც დიდ ბრიტანეთში ექსპორტის 72%-იანი ზრდაც მოწმობს. ასევე, ლაპარაკია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ბრიტანეთში დაგეგმილი სარეკლამო კამპანიაზე.

სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ ქართული ღვინის ბრიტანეთში ექსპორტს მიმდინარე მოვლენებიც გაზრდის. რუსეთი და უკრაინა ქართული ღვინისთვის ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზრებია, სავარაუდოდ ქართველ მეღვინეებს სხვა, უფრო სტაბილური, ბაზრების ათვისების სურვილი გაუჩნდებათ, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებისთვის კი დამატებითი დეტალებიც ცნობილია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.