Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს ღვინის კლუბი კახეთის რთველს აჯამებს

20 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში საქართველოს ღვინის კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტმა - მალხაზ ხარბედიამ და ღვინის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა - ქეთო ნინიძემ კახეთის 2015 წლის რთველი შეაჯამეს.

შეხვედრაზე განხილული იყო კახეთის წლევანდელ რთველთან დაკავშირებული ძირითადი მოვლენები. 2015 წლის მოსავალი გამორჩეული იყო რაოდენობრივად და ხარისხობრივად. მეორე მხრივ, ყურძენზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა დიდ საექსპორტო ბაზრებზე არსებული ეკონომიკური კრიზისისა და გაყიდვების შემცირების გამო. საბოლოო ჯამში, ნედლეულის დაბალი თვითღირებულება, სწორედ, აღნიშნული ორი ფაქტორის თანხვედრამ განაპირობა - დაბალმა საბაზრო ფასმა და მოსავლის სიჭარბემ. 

2015 მეღვინეობის ბიზნესისთვის გარდამტეხი წელი იყო, რადგან სახელმწიფომ დეკლარირებულად დააფიქსირა საკუთარი ხედვა, რომ ის აღარ მიიღებდა მონაწილეობას ყურძნის ფასების რეგულირებაში და მოთხოვნა-მიწოდების პროცესს თავად ბიზნესის კანონზომიერებები წარმართავდა.

კახეთის რეგიონში რთველი უკვე დასასრულს უახლოვდება. დღევანდელი მონაცემებით, გადამუშავებულია 139 343 ტ. ყურძენი, აქედან 76 759 ტ. რქაწითელია, 44 994 - საფერავი, ხოლო მწვანე - 2968 ტ. აღნიშნული ტენდენცია შეესაბამება 2014 წლის კახეთის რთველის სტატისტიკას, სადაც გადამუშავებულ ყურძენში დომინირებს რქაწითელი, შემდეგ საფერავი, ხოლო მწვანეს გადამუშავების მაჩვენებელი გაცილებით მცირე ციფრებშია გამოხატული. რაც შეეხება, წარმოების მასშტაბებს, გადამუშავების წლევანდელი მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებს, დაახლოებით, 13 %-ით აღემატება. 

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანისა (46 242 ტ.) და თელავის (31 797 ტ.) მუნიციპალიტეტებში, რასაც მოჰყვება ყვარელი (22 893 ტ.) და საგარეჯო (14 506 ტ.).

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ყურძნის გადამუშავების სტატისტიკა, რომელიც ოფიციალური სახელმწიფო წყაროების საშუალებით ვრცელდება, სასურველია, იძლეოდეს უფრო დეტალურ ინფორმაციას შედარებით იშვიათი ჯიშების გადამუშავების მასშტაბების შესახებ, რათა ღვინის სპეციალისტებს, მწარმოებლებსა და მევენახეებს მომავალ წლებში საშუალება ჰქონდეთ, დააკვირდნენ იშვიათი ჯიშების განვითარების პროცესებს. 

მოხსენებაზე გრაფიკების სახით წარმოდგენილი იქნა ფასების განვითარების დინამიკა 2013-2015 წლებში საფერავზე, რქაწითელსა და მწვანეზე. დაფიქსირდა მინიმალური და მაქსიმალური ფასების პრეცედენტები. 2013 წელს რქაწითელსა და მწვანეზე ფასი 1 ლარს შეადგენდა, 2014 წელს - 1.00 ლარიდან 1.4 ლარამდე გაიზარდა, მიმდინარე წელს კი 0.7-0.75 ლარის ფარგლებში მერყეობდა. საფერავის ფასი 2013 წელს 1.00-დან 1.2 ლარამდე იყო, 2014 წელს უახლოესი წლების მანძილზე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია - 1.5-დან 2.8 ლარამდე, ხოლო 2015 წელს 0.85-დან 0.95 ლარამდე დაეცა. 

შეხვედრაზე შეჯამებული იქნა საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის გამოკითხვები (pool), რომლებიც სოციალურ ქსელებში ჩატარდა და შემთხვევების ანალიზი, რომლის ფარგლებში, 9 შემთხვევაზე დაყრდნობით, დეტალურად იქნა შესწავლილი ორგანულ და არაორგანულ გამოცდილებებში ყურძნის თვითღირებულება. 

კვლევის ფარგლებში ცხადი გახდა, რომ ყურძნის თვითღირებულებას ცვლის სხვადასხვა ფაქტორები. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს ყურძნის ჯიში, ვენახის მდებარეობა, ვენახის ფართობი და ასაკი, მევენახის აღჭურვილობა და სხვ. ამასთანავე, გაირკვა, რომ ორგანული მევენახეობა გაცილებით ნაკლებ ხარჯებს ითხოვს, ვიდრე - კონვენციური. თუმცა, ამ გამოცდილებას ნაკლები მოსავალიც მოაქვს. ამის გამო ორგანული მევენახეობის შედეგად მიღებული პროდუქტის თვითღირებულება გაცილებით მაღალია. გამოიკვეთა, ასევე, კონვენციურ მევენახეობაში ვენახის მოვლის ოპერაციების არარელევანტური გამოყენება, რაც მეტისმეტად ზრდის ვენახის ხარჯებს.

მომხსენებლებმა მიმოიხილეს ყურძნის გადამუშავების პროცედურები, რაშიც ჩართული იყო რამდენიმე მხარე - მევენახე, საწარმო და სახელმწიფო. ღვინის კომპანიასთან ყურძენი გადიოდა ხარისხის კონტროლს. რაც შეეხება, უშუალოდ, გადამუშავების პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ მევენახეები წინასწარ ათანხმებდნენ დროს საწარმოსთან, მათ რამდენიმესაათიან რიგებში მაინც უხდებოდათ დაყოვნება, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევდა. 

წელს სახელმწიფო სუბსიდიას პირდაპირ მევენახეებზე გასცემდა, რაც ანაზღაურების პროცესს უფრო მოქნილს ხდიდა, პროცედურა უფრო ნაკლებ დროსთან (15 სამუშაო დღე) იყო დაკავშირებული. სახელმწიფო უზრუნველყოფდა ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში განახლებას ინფორმაციულ ბაზებში, რაც ოფიციალური წყაროების - rtveli2015.gov.ge, georgianwine.gov.ge საშუალებით იყო ხელმისაწვდომი დაინტერესებულ პირთათვის. 

რაც შეეხება, ყურძენს, რომელიც მევენახეებისგან შეისყიდა სახელმწიფომ, მისი რაოდენობა წელს საერთო მოცულობის 35 %-ს შეადგენს, ანუ, დაახლოებით, 49 ტ.-ს. აღნიშნულ მასალას განკარგავს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. რა პროდუქტები დამზადდება ამ მასალისგან, ამას ტექნოლოგები გადაწყვეტენ ფერმენტაციის პროცესისი დასრულების შემდეგ. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრი აქტიურად იყო ჩართული კახეთის რთვლის გაშუქებისა და გამოწვევების ანალიზის პროცესში. მზადდებოდა სიახლეები (news), ანალიტიკური სტატიები, სტატისტიკების მიმოხილვები, რეპორტაჟები, კვლევები, რეპორტაჟები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და სხვ. გარდა ამისა, ცენტრი აქტიურად იღებდა უკუკავშირს როგორც ბლოგ „მარანზე“, ასევე, საქართველოს ღვინის კლუბის ოფიციალურ გევრდზე სოციალურ ქსელში

მომხსენებლებმა აუდიტორიასთან ერთად თვალი გადაავლეს კახეთის წლევანდელი რთველის მნიშვნელოვანი ფაქტების კალენდარს - რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნა, ყურძნის ფასების გამოკვეთა, რთვლის დაწყება, მევენახეების საპროტესტო აქციები, სახელმწიფოს მიერ ყურძნის შესყიდვის შესახებ განცხადება, მინისტრის ბრიფინგი, სადაც ცნობილი გახდა კახეთის რთვლის სუბსიდირების შესახებ და ა.შ.

საინტერესო შედეგები გამოვლინდა საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის გამოკითხვის შედეგად, რომელიც რთვლის თემატიკაზე იყო აგებული. გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ სახელმწიფომ მევენახეებისთვის არ უნდა გამოყოს სუბსიდია, არამედ უნდა შექმნას პირობები (გროდაზღვევა, იაფი კრედიტები და სხვ.) მცირე მარნების განვითარებისთვის. გარდა ამისა, მათი აზრით, მევენახეებმა / მევენახეების კოოპერატივებმა მეღვინეობის ბიზნესი უნდა წამოიწყონ. რაც შეეხება მიზეზებს, რაც ხელს უშლის მცირე მარნების განვითარებას, გამოკითხულები მათ შორის გამოყოფენ ფალსიფიცირებულ ღვინოს, რომელიც დაბალი ფასით კონკურენციას უწევს ხარისხიან ოჯახურ ღვინოს. 

გამოკითხულთა აზრით, მევენახეებს ბიზნესის უნარების დაბალი დონეც უშლის ხელს წარმატებული მეღვინეობის ჩამოყალიბებაში. დამატებით, ინტერნეტ-მომხმარებლები თვლიან, რომ არასაკმარისია სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების რიცხვი, რომლებიც ფინანსურად წაახალისებდა მეღვინეობების განვითარებას. 

შეხვედრის ბოლოს, მომხსენებლებმა, საქართველოს ღვინის კლუბის წარმომადგენლებმა და სტუმრებმა მოკლედ შეაჯამეს 2016 წლის სეზონის გამოწვევები. ერთ-ერთ უმთავრეს საჭიროებად დასახელდა საგანმანათლებლო პროგრამების არსებობა მევენახეებისთვის დარგობრივი (მეღვინეობის) ცოდნისა და ბიზნესის უნარების განვითარების მიზნით. მნიშვნელოვანია, აგრეთვე სახელმწიფო და საერთაშორისო ფონდების საგანგებო პროგრამების არსებობა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი ოჯახური მარნების მიზნობრივი ფინანსური დახმარება. 

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია ვენახების კადასტრის არსებობა, განსაკუთრებით, ისეთ რეგიონში, როგორიცაა კახეთი. ღვინის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთო ნინიძემ ისაუბრა ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ვენახების კადასტრირება საქართველოში. ასევე, გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლისთვის აუცილებელია ყურძნის გადამუშავების უფრო მოქნილი პროცედურები, საწარმოებთან რიგების პრევენციის მიზნით. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ორგანულ მევანახეობაშაში გამოცდილ მევენახეებს მოუსმენდი სიამოვნებით...


ეს ესაა გამოვეცი სახელმძღვანელო ბროშურა -ბიომევენახეობა.


სად შეიძლება თქვენი წიგნის შეძენა?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.