Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის გუფთები

მასალა: 400გ ქათმის ფარში, 2 ლ. ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი, 2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, 1 ცალი პატარა ყაბაყი, 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 2 ღერი ნიახური, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ჩ.კ. გამშრალი რეჰანი, 1 თავი ხახვი, 1 პატარა კონა ოხრახუში, 1 პატარა კონა კამა, მარილი და პილპილი გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად.

მომზადება: ქათმის ფარშსგავუწყოთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაკეპილი კამა. კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ კუბებად, დავასხათ წყალი და როცა ადუღდება, ჩაის კოვზით ჩავუშვათ ფარში. პატარა ტაფაზე ზეთზე მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო და თხლად დაჭრილ ბულგარულ წიწაკასთან, ნიახურთან, კამასა და რეჰანთან ერთად და ჩავუშვათ წვნიანში. გამზადებულ წვნიანს მიტანისას კიდევ დავუმატოთ დაჭრილი ოხრახუში და კამა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123