Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქოქოსისა და რიკოტას ნამცხვარი შოკოლადით

 
საჭირო მასალა: ძირი - 200 გ ქარხნული ფხვიერი ნამცხვარი, 50 გ დაფქული ნუში, 100-140 გ გამდნარი კარაქი. გულსართი – 4 დიდი კვერცხი, 1 თავმობმული ჭიქა შაქარი, 500 გ რიკოტა ან ცხიმიანი, მშრალი ნადუღი, 2-3 ს.კ. ათქვეფილი ნაღები, 1 ს.კ. ქოქოსის რძე, 2 ჩ.კ. სახამებელი, 2 თავმობმული ს.კ. ფქვილი, 50 გ გამდნარი შოკოლადი, ვანილის ექსტრაქტი – გემოვნებით.
 
მომზადება: ნამცხვარი დავფხვნათ, შევურიოთ დაფქული ნუში, გამდნარი კარაქი და ხელით ჩავტკეპნოთ  20-22 სმ დიამეტრის ფორმაში. გავუკეთოთ გვერდებიც. ფორმა მაცივარში შევდგათ და გულსართი მოვამზადოთ: კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ, სანამ მყარ მასას არ მივიღებთ. გულები და შაქარი ერთად ავთქვიფოთ და შევურიოთ რიკოტას ან ნადუღს. დავუმატოთ ნაღები, ქოქოსის რძე, ფქვილი, სახამებელი, ვანილის ექსტრაქტი. ბოლოს ბეზე შევურიოთ და გადავიტანოთ ფორმაში. ვაცხოთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე. მზა ნამცხვარს მოვასხათ შოკოლადი და 2-3 საათით მაცივარში შევდგათ.
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული