Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ბანანის პარფე


საჭირო მასალა: 1 კვერცხი, 2 კვერცხის გული, 2 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა, 1 ჭიქა შაქარი,  ვანილი, 2 ს.კ. “ამარეტო”, 1 ს.კ. რომი, 2 მწიფე ბანანი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, 40 გ. გახეხილი შავი შოკოლადი, 0.5 ლ. ნაღები.
მომზადება: კარგად გავთქვიფოთ კვერცხი. შაქარი ვადუღოთ ქვაბში 0.5 ჭიქა წყალთან 1 წუთის განმავლობაში და მუდმივი მორევით დავუმატოთ კვერცხის მასა, ფორთოხლის ცედრა და ვანილი. ქვაბი მოვათავსოთ ცივი წყლით სავსე ჭურჭელში შესაგრილებლად და მიქსერით ვთქვიფოთ მასის გაციებამდე. დავუმატოთ “ამარეტო” და რომი. ავურიოთ საცერზე გახეხილი ან დაბლენდერებული ბანანი, ლიმონის წვენი, შოკოლადი და ათქვეფილი ნაღები. ფორმაში ჩავფინოთ პოლიეთილენის გამჭვირვალე ფურცელი, ზედ დავასხათ პარფეს მასა და მთელი ღამით შევდგათ საყინულეში. პარფე გადმოვაბრუნოთ ფორმიდან თეფშზე და შემოვაცალოთ პოლიეთილენის ფურცელი.
© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123