Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Schuchmann Wines Georgia ახალ ღვინოს გვთავაზობს

კომპანია Schuchmann Wines Georgia -მ, რომელიც ორ ბრენდს, Schuchmann-სა და Vinoterra-ს აერთიანებს, ახალი ღვინო, ქვევრებში ევროპული წესით დაყენებული შარდონე ჩამოასხა. შემოდგომაზე მომხმარებელი ამავე მეთოდით დამზადებულ კაბერნე სოვინიონსა და მერლოს დააგემოვნებს. კომპანია თავისი პროდუქციის გატანას უცხოეთშიც აპირებს. 15 აპრილამდე გერმანიაში საფერავისა და ქისის პირველ პარტიას გააგზავნიან, რასაც საფუძველი წლევანდელ ProWein-ზე ჩაეყარა.

რამდენიმე დღის წინ დიუსელდორფში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Schuchmann Wines Georgia დამოუკიდებელი სტენდით წარდგა.  კომპანიის მეღვინის, გოგი დაქიშვილის თქმით, წლევანდელი ProWein  მათთვის შედეგიანი აღმოჩნდა, იმდენად, რამდენადაც გამოიკვეთნენ ახალი პარტნიორები. გერმანელების გარდა, Schuchmann Wines Georgia-ს ღვინით ფინელები და ამერიკელებიც დაინტერესდნენ.
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული