კომპანია Schuchmann Wines Georgia -მ, რომელიც ორ ბრენდს, Schuchmann-სა და Vinoterra-ს აერთიანებს, ახალი ღვინო, ქვევრებში ევროპული წესით დაყენებული შარდონე ჩამოასხა. შემოდგომაზე მომხმარებელი ამავე მეთოდით დამზადებულ კაბერნე სოვინიონსა და მერლოს დააგემოვნებს. კომპანია თავისი პროდუქციის გატანას უცხოეთშიც აპირებს. 15 აპრილამდე გერმანიაში საფერავისა და ქისის პირველ პარტიას გააგზავნიან, რასაც საფუძველი წლევანდელ ProWein-ზე ჩაეყარა.