Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალბონდიგები (გუფთები) ბარდასთან ერთად


მასალა:

600 გ. წვრილად გატარებული საქონლის ხორცი
1 კვერცხი
ცოტა პური
რძე
ფქვილი
1 თ. ხახვი
ნახევარი კილო პამიდორი (პიურესავით)
300 გ. ბარდა (გაყინული, ნედლი ან ქილის)
ოხრახუში
ზეთი
მარილი

მომზადებ:

1. დავასველოთ პური რძეში, შევურიოთ ხორცი, კვერცხი,მარილი,წვრილად დაჭრილი ოხრახუში და რძიდან ამოღებული, გაწურული პური.
 კარგად ავზილოთ. შემდეგ მოვამზადოთ ბურთულები, ამოვავლოთ ფქვილში.
 
 
2. დავბრაწოთ ბლომად ცხელ ზეთში.
 
 

3. წვრილად დავჭრათ ხახვი და იმავე ზეთში (სადაც ალბონდიგები შევწვით) მოვხრაკოთ.
როცა შეწითლდება დავამატოთ ხახვი, გატარებული პამიდორი ან ტომატ პასტა.
 

გავაგრძელოთ ხრაკვა დაბალ ცეცხლზე. თან ხშირად ვურიოთ (იმ შემთხვევაშ, თუ პამიდორი ნატურალურია, ხრაკვა 10–15 წთ დასჭირდება, თუკი ტომატ პასტააა – ნაკლები).
4. დაახლოებით 10 - 15 შემდეგ დავამათოთ 1 ჭ. წყალი და ისევ ვშუშოთ. მარილი გემოვნებით.

ვუმატებთ ბარდას (აქაც გააჩნია, ბარდა ნატურალური გვაქვს თუ ქილის. ამის მიხედვით უნდა გავითვალისწინოთ მზადების დროც). შემდეგ ალბონდიგებს ვასხავთ პამიდვრის სოუსს. ტაფას ცოტას შევაქანებთ, რომ გვერდებზეც და ქვევითაც კარგად ჩავიდეს წვენი. დავაფარებთ თავსახურს და ვშუშავთ 15- 20 წთ. დაბალ ცეცხლზე, თან ფრთხილად მოვურევთ, რომ არ მიიწვას.

შეგვიძლია მივირთვათ კუბებად დაჭრილ და ცაკლე მოხარშულ კარტოფილთან ერთად.

© Faustina

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული