Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ატმის კრამბლი

საჭირო მასალა: ფხვიერი მასა – 200-300 გ ფქვილი, 6-7 ს.კ. შაქარი, 150 გ მარგარინი

გულსართი - 600 გ კანგაცლილი, დაჭრილი ატამი, 2 ს.კ. სახამებელი, 3-4 ს.კ. შაქარი.
ცალკე - 100 გ მარგარინი, შაქრის პუდრა.

მომზადება: ფქვილსა და შაქარს დავასხათ დამდნარი მარგარინი და გავაკეთოთ ნაზი, ფხვიერი მასა. ხილი დავჭრათ, ავურიოთ სახამებელი, შაქარი და მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში, ზემოდან დავაწყოთ 50 გ დაჭრიოლი მარგარინი, შემდეგ ფხვიერი მასა და ბოლოს კვლავ 50 გ დაჭრილი მარგარინი. ფორმა შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ, სანამ ზემოდან არ შეიბრაწება. როდესაც კრამბლი მომზადდება, შევაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123