Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევრონიუსის სიუჟეტი - კახეთი, საქართველოს მეღვინეობის აკვანი

ევრონიუსმა საქართველოს მეღვინეობის რეგიონს, კახეთს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. 

სიუჟეტის ავტორია ევრონიუსის სტაჟიანი ჟურნალისტი, დენი ლოკტიე, რომელიც ცნობილია მოგზაურობის ჩანაწერებით და მცდელობებით, აღმოაჩინოს მსოფლიოში აქამდე უცნობი, დაფარული „საუნჯეები“. დიდი ხანია, საკუთარ მაყურებელს ლოკტიე სთავაზობს ვიდეო ბლოგებს - „მოგზაურის დღიურები“.

ჟურნალისტი საქართველოს ივნისის დასაწყისში ესტუმრა. ამჯერად პირველი სიუჟეტი თბილისს მიუძღვნა - „თბილისი - ქალაქი, რომელიც გულთბილად მიგიღებს“ (Tbilisi – a City of  Warm Welcome) ამჯერად კი მისი ინტერესის საგანია კახეთის რეგიონი, როგორც საქართველოს მეღვინეობის აკვანი. ლოკტიე ჩვეული მანერით - დეტალურად აღწერს ყოფას საქართველოში - ლხინს, სადღეგრძელოებს, ადამიანების ურთიერთობას ღვინოსთან. ცხადია, მას არც მეღვინეობის უძველესი ტრადიციების მოხსენიება ავიწყდება და საუბრობს მეღვინეობის რვაათასწლოვან ისტორიასა და ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებაზე საქართველოში.

სიუჟეტის გმირები არიან ალავერდის მონასტრის ბერი - მამა გერასიმე, რომელიც გაგვაცნობს ბერების მეღვინეობას, უძველეს ქვევრებს, საწნახელსა და მონასტრის მარანს, აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეები, თავიანთი კოლორიტებით.

დენი ლოკტიე უახლოეს მომავალში საქართველოს შავი ზღვის ცენტრის, ბათუმის შესახებ სიუჟეტს გვპირდება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.