Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველისა და ორაგულის სალათა

საჭირო მასალა: 4 ფირფიტა ჟელატინი, თითო პატარა კონა კამა და ოხრახუში, 1 ცალი მოზრდილი მჟავე კიტრი, 300 გ რიკოტა ან ცხიმიანი ნადუღი, 3 ს.კ. ლიმონის წვენი, 3 ს.კ. რძე, 120 მლ სქელი ნაღები, 3 ს.კ. ფქვილი, 200 გ შებოლილი ორაგულის თხელი ნაჭრები, 150 გ სალათის ფოთლები, მარილი, თეთრი პიპილი – გემოვნებით.

დრესინგისთვის -  2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი, 0,5 ს.კ. საშუაო სიცხარის მდოგვი, მწიკვი შაქარი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი,  მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: 4 ცალ მაფინის ფორმაში ჩავფინოთ ცელოფანი. ჟელატინი ცივ წყალში დავალბოთ. მწვანილი წვრილად დავჭრათ. კიტრს გადავავლოთ წყალი და წვრილად დავჭრათ. ნადუღში ავურიოთ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი. შევურიოთ დაჭრილი კიტრი და მწვანილი. ნაღები ავთქვიფოთ, სანამ ფაფუკ მასას არ მივიღებთ. რძე შევათბოთ და დავუმატოთ გაწურული ჟელატინის ფირფიტები. როდესაც გადნება, დავუმატოთ ნაღები და ავურიოთ ნადუღის მასას. მაფინის ფორმებში მოვათავსოთ თევზის ნაჭრები, შემდეგ ნადუღის მასა. ასე გავიმეოროთ მეორე ფენაც. გვერდებიდან გადმოვაფინოთ ცელოფანი და რამდენიმე საათით მაცივარში შევდგათ, სანამ არ გამაგრდება. დრესინგის ინგრედიენტები შევურიოთ. სალათის ფოთლებს მოვასხათ დრესინგი და გავაჩეროთ. მაცივრიდან გამოვიღოთ მაფინის ფორმები, გადმოვატრიალოთ, ნადუღის მასა გადმოვიღოთ ფორმიდან, მოვაშოროთ ცელოფანი და სალათის ფოთლებზე მოვათავსოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.