Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახელი გლეხები შველას ითხოვენ

როგორც რადიო ჰერეთს "ადამიანის უფლებათა ცენტრიდან" აცნობეს, კახელ გლეხებს უკვე მეოთხე დღეა, საფერავი აქვთ დაკრეფილი, თუმცა  ჩაბარებას ვერ ახერხებენ. ყურძენი მანქანის ძარებზე დამჟავდა და წვენისგან დაიცალა.

ცენტრის ინფორმაციით 80-მდე სატვირთო მანქანა ყვარელში, ქინძმარაულის ღვინის ქარხნის შენობასთან დგას. 42 სატვირთო მანქანა გურჯაანში, სოფელ ჭანდრის ღვინის ქარხანასთან, 23 ვაჩნაძიანში და 32 წნორში. ჭანდრის ღვინის ქარხანაში შესულმა ინვესტორმა უნაღდო ანგარიშწორებით ყურძნის მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა. გლეხებს ფულის გადახდას უახლოეს დღეებში დაპირდნენ.

ტელეკომპანია "გურჯაანის" პირდაპირ ეთერში სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, დანარჩენი ღვინის ქარხნები ყურძენს ამ დრომდე არ იბარებენ.

სასტუმრო "რები – გურჯაანში", სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ "რთველი – 2008-ს" კოორდინაციისათვის საგანგებოდ შექმნილ შტაბთან  ათობით მევენახეა შეკრებილი. როგორც გლეხებმა `ადამიანის უფლებათა ცენტრს’ განუცხადეს, ისინი უკვე ერთი კვირაა ცდილობენ, შტაბის ხელმძღვანელობისგან მიიღონ ინფორმაცია, სად ჩააბარონ ის ყურძენი, რომელსაც დაკრეფენ. თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გამცემი არავინაა. შტაბის ხელმძღვანელთან კოტე ხუცაიძესთან გასაუბრებას  "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელიც შეეცადა, თუმცა ხუცაიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მას 2 დღით ადრე უნდა შევუთანხმდეთ. როგორც შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გლეხებმა აღნიშნეს, შტაბის ხელმძღვანელობა მუდმივად მოლხენით არის დაკავებული.

პროტესტის ნიშნად მევენახეები ორშაბათს საპროტესტო აქციის გამართვას და მსხმოიარე ვაზის გაჩეხვას გეგმავენ. მათი თქმით, პრობლემის გაშუქების მიზნით, მანამადე არაერთხელ დაუკავშირდენ ტელეკომპანიებს: საზოგადოებრივ მაუწყებელს და `რუსთავი 2~-ს, თუმცა ჟურნალისტები არ დაინტერსდნენ.

© რადიო „ჰერეთი“

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული