Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

საზამთროს მურაბა

მასალა: 2 კგ. დაჭრილი საზამთროს ქერქი, 2,5-3 კგ. შაქარი, 5-6 ჭიქა წყალი ვაჟინის მოსადუღებლად, დანის წვერით – ვანილი, 2-3 ჩ.კ. დაფქული ილი, 400 გ. კირი, 1 სავსე ს.კ. შაბი

მომზადება: საზამთროს ქერქებს ავაჭრა კანი და გულის ვარდისფერი ნაწილი, დავჭრათ, დავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ კირიან ცივ წყალში, თან ვურიოთ შიგადაშიგ. 2-3 საათის შემდეგ ორჯერ-სამჯერ გავავლოთ გამდინარე წყალში, ერთხელ მსუბუქ შაქარ-წყალში წამოვადუღოთ და გავაციოთ. 2 კგ. შაქარს დავასხათ 5-6 ჭიქა წყალი და დავდგათ ცეცხლზე, როდესაც ვაჟინი კარგად მოიხარშება, შიგ ჩავყაროთ გაციებული საზამთროს ქერქები, დავუმატოთ ილი და ვანილი და სანამ მურაბა ბოლომდე არ მომზადდება, ვხარშოთ, შემდეგ კი ცხელივე ჩავასხათ ქილებში. თუ ვაჟინი (სიროფი) ცოტა დააკლდა მურაბას, ზემოხსენებული პროპორციით იგი მოვამზადოთ ცალკე და დავუმატოთ მურაბას.
ილი სასურველია ჩავყაროთ 2-3 პირად გადაკეცილ დოლბანდში, შევკრათ ძაფით და ასე მოვათავსოთ მურაბასთან ერთად. როდესაც მურაბა მოიხარშება, ამოვიღოთ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123