Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრემ-კარამელი

საჭირო მასალა: 3 კვერცხის გული, 250 მლ. ნაღები, 3 ს.კ. შაქარი, ვანილი. კარამელისთვის – 200 გ. შაქარი,

მომზადება: 160 გრადუსზე გავახუროთ ღუმელი. სქელძირიან ქვაბში ჩავყაროთ კარამელისთვის მომზადებული შაქარი და ძალიან დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ კარამელი, თან გამუდმებით ვურიოთ. შაქარი როცა გადნება და კარამელის ფერს მიიღებს, მზადაა. იგი გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავანაწილოთ ფორმებში. კარამელი ძალიან სქელი არ უნდა იყოს. ნაღები მივიყვანოთ მოდუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მიქსერით გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ვანილი და ისე, რომ არ შევწყვიტოთ თქვეფა, ნელ-ნელა ვამატოთ ცხელი ნაღები, დავდგათ ცეცხლზე და კიდევ ერთხელ მივიყვანოთ მოდუღებამდე. კრემის  თქვეფა არ შევწყვიტოთ, რომ არ აიჭრას. ღრმა ფორმაში ჩავასხოთ იმდენი წყალი, რომ კრემ-კარამელის ფორმებს 2/3-მდე მოადგეს, ფორმებში დავამატოთ კრემი და 40-50 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ ღუმელში. დესერტი მზადაა, როდესაც შუაგულიც მკვრივი აქვს. ღუმლიდან გამოღებული ფორმები გავაგჰრილოთ და მთელი ღამოით მოვათავსოთ მაცივარში. თუ მისი ფორმიდან ამოღება გაგვიჭირდა, გვერდები შემოვხსნათ დანით და ისე გადმოვაბრუნოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend



ეს არის მექსიკური ცნობილი დესერტი და უკეთეს ვარიანტს შემოგთავაზებტ: ნაღების ნაცვლად 3 კვერცხზე 1 ქილა შესქელებული რძე და 1/2 ჭიქა რძე კარგად გააცხელეთ, ლიმონის ქერქთან ერთად, შემდეგ ცხელს დაასხავთ კვერცხს , დანარჩენი როგორც რეცეპტშია.


დიდი მადლობა ამ მშვენიერი რეცეპტისთვის, დღესვე მოვამზადებ :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული