Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შოკოლადის ნამცხვარი ცხობის გარეშე

საჭირო მასალა: 200 გ ფხვიერი ნამცხვარი, 100 გ ნიგოზი, 50 გ თეთრი შოკოლადი, 250 მლ 30-35%-იანი ნაღები, 2 ს.კ. თაფლი, 400 გ მუქი შოკოლადი, 100 გ კარაქი, კაკაო - მოსაყრელად.

მომზადება: ნამცხვარი, ნიგოზი და თეთრი შოკოლადი დავჭრათ, მუქი შოკოლადი დავტეხოთ. ნაღები, კარაქი და თაფლი დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. მუქ შოკოლადს დავასხათ ნაღების ცხელი მასა და ვურიოთ შოკოლადის დადნობამდე. დავმატოთ ნამცხვარი, ნიგოზი, თეთრი შოკოლადი და შევახვიოთ ფოლგაში ან მოვათავსოთ 20 სმ დიამეტრის ფორმაში. შევდგათ მაცივარში 3 საათით, შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან, მოვაყაროთ კაკაო და დავჭრათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული