Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბანანის გულები ორცხობილაზე

დესერტი გემრიელი სადილის ბოლო აკორდია. ამიტომ მასზე ბევრია დამოკიდებული. გარდა არომატისა და სურნელისა, ის გარეგნულადაც მომხიბვლელი და მადისაღმძვრელი უნდა იყოს. ბანანი შამფურზე სწორედ ასეთია.
 
შემადგენლობა:
3 სუფრის კოვზი კარაქი;
2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი;
2 სუფრის კოვზი რომი (სურვილის შემთხვევაში);
პატარა ღერი დარიჩინი;
4-6 ბანანი, გაფცქვნილი და 36 პატარა ნაჭრად დაყოფილი;
500 გრამიანი კარგად გამომცხვარი ბისკვიტი, დაჭრილი 36 პატარა კუბად;
 
მომზადების წესები:
საშუალო ზომის ქვაბით მაღალ ცეცხლზე კარაქი და შაქარი შემოდგით. კარაქი დადნება და ტკბილი სითხე დუღილს დაიწყებს. შეგიძლიათ, ამ დროს რომი ან მცირეოდენი სხვა სპირტიანი სასმელი დაუმატოთ. დაამატეთ დარიჩინიც. შემდეგ – ბანანი. გაითვალისწინეთ: ბანანმა ქვაბის ძირი უნდა დაფაროს, მაგრამ ნაჭრები ერთმანეთზე არ უნდა შემოეწყოს. საამისოდ განიერძირიანი ჭურჭელი დაგჭირდებათ. ხშირად ურიეთ. გააჩერეთ მანამ, სანამ ბანანი არ დარბილდება და ნაპირები სულ ოდნავ არ შეუყავისფრდება. ეს, დაახლოებით, 4 წუთს წაიღებს. შემდეგ გასაგრილებლად თეფშზე გადაიტანეთ. კარაქი, შაქარი და რომი შეგიძლიათ, კიდევ დაამატოთ. დარიჩინის ღეროს გადაგდება არ დაგავიწყდეთ.
სანამ ბანანი გაგრილდება, ბისკვიტის ნაჭრები საცხობ ფირფიტაზე მოაწყეთ და გახუხეთ. თვალყური ადევნეთ, არ დაიწვას. გვერდები მასაც სულ ოდნავ უნდა შეებრაწოს – მუქ უქროსფრად იქცეს. შემდეგ ისიც გააგრილეთ.
საბოლოო სახის მისაცემად, გახუხული ბისკვიტის კუბებზე ბანანის ნაჭრები მოათავსეთ და სილამაზისა და მოსახერხებლობისთვის ხის ჩხირები ჩაარჭეთ.
 
© New York Times News/ გაზეთი იბერია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული