Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის ლაზანია

საჭირო მასალა: 600 გ ორაგულის ფილე, 150 გ სულგუნი, 6 ცალი ლაზანიას ფენა, 2 ძირი ნიახური, 1 ცალი სტაფილო, 2 კბილი ნიორი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 30 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 500 მლ რძე, 3 ს.კ. ფქვილი, 50 გ კარაქი, რამდენიმე ღერი კამა, 60 გ პარმეზანი, მარილი, წიწაკა, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: ნიახური, სტაფილო და ნიორი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი და მოვშუშოთ ბოსტნეული სანამ არ დარბილდება. შემდეგ დავასხათ ღვინო. როდესაც ალკოჰოლი აორთქლდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ტაფაზე დავყაროთ ფქვილი და დავდგათ ცეცხლზე, რამდენჯერმე მოვურიოთ და დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი. კარაქი და ფქვილი ერთმანეთში ავურიოთ და ცეცხლს დავუწიოთ. ფქვილისა და კარაქს წვრილი ნაკადით დავასხათ რძე ისე, რომ მორევა არ შევწყვიტოთ. როდესაც სოუსი შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავაყაროთ მარილი, წიწაკა და ჯავზი. კამა დავჭრათ წვრილად, მოვათავსოთ ჯამში, დავუმატოთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი, ცოტა მარილი და წიწაკა,  ორაგულის ფილეს ნაჭრები და ავურიოთ. სულგუნი დავჭრათ თხელ ფირფიტებად. ცომის ფენები სათითაოდ მოვხარშოთ მდუღარე მარილწყალში 1 წუთის განმავლობაში. ფორმას წავუსვათ სოუსი და ფსკერზე ჩავაფინოთ ლაზანიას მოხარშული ფენები. გადავუსვათ სოუსი, დავაწყოთ ბოსტნეული, შემდეგ ორაგულის ნაჭრები, მის ზემოდან მოვათავსოთ სულგუნი, შემდეგ ისევ სოუსი, დავაფაროთ ლაზანიას ფენები, მოვასხათ დარჩენილი სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი. ფორმას დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 30 წუთის შემდეგ ფოლგა მოვხსნათ და ღუმელში გავაჩეროთ კიდევ 10 წუთი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული