Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ხაჭოს კექსი მდნარი ყველით

საჭირო მასალა:150-200 გ. კარაქი, 3 კვერცხი, 80 გ. მდნარი ყველი, 200 გ. ხაჭო, 300 გ. შაქარი, 350-400 გ. ფქვილი, 0,5 ჭიქა ქიშმიში, 150 მლ. რძე, დანის წვერით ვანილი და ლიმონის ცედრა. 1/2 ჩ.კ. სოდა.

მომზადება: ყველი დავჭრათ, ჩავყაროთ პატარა ქვაბში, დავასხათ რძე და დაბალცეცხლზე დავდგათ, თან ვურიოთ. როდესაც ყველი გაიხსნება რძეში, გადმოვდგათ და გავთქვიფოთ. სანამ რძე გაცივდება, დარბილებული კარაქი, შაქარი და კვერცხი კარგად შევათქვიფოთ ერთმანეთს, შემდეგ დავუმატოთ ხაჭო, შეგრილებული ყველისა და რძის მასა, ვანილი, ლიმონის ცედრა, ფქვილში არეული სოდა და ქიშმიში. ცომი ჩავდოთ ცხიმწასმულ და ფქვილ მოყრილ ფორმაში და შევდგათ საშუალოდ გახურებულ ღუმელში. ცომი კარგად რომ აიწევს და ფერს შეიცვლის, ცეცხლს ცოტა დავუწიოთ. გამომცხვარ კექსს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123