Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომბოსტოს მწნილი

 

უვარგისი ფოთლები ჩამოაცალეთ, ძირები დააჭერით; აადუღეთ დიდი ქვაბით წყალი და მდუღარეში ჩაყარეთ, საჩქაროდვე ამოიღეთ და დააწყეთ ხონჩაზე. თუ კომბოსტო დიდრონი თავები არის, მაშინ შუა-შუა უნდა გააპოთ მანამ მდუღარეში გაავლებთ. შემდეგ მოუმზადეთ წვენი ამ რიგად: ნიახური ძირიან-ფოჩიანად, რაც იმ კომბოსტოს ეყოფოდეს, დარეცხეთ, დაფხიკეთ, შემდეგ ჩაყარეთ დიდს ქვაბში, დაასხით წყალი და მოადუღეთ, ისე რომ ძალიან კი არ მოიხარშოს ეს ნიახური; მერმე გადმოიღეთ და გააციეთ; შემდეგ კომბოსტოს მოაყარეთ მარილი თითო-თითო თავსა და ჩადეთ ქილაში, ანუ ქოცოში და გაამსეთ, მეორე დღეს ის მოდუღებული ნიახური თავისის წვენით ზედ დაასხით; ვინიცობაა წვენი დააკლდეს, ცივი წყალი დაუმატეთ, გაამსეთ, ზემოდან ქვა დაადეთ და დახურეთ სარქველი. ერთი კვირის შემდეგ კიდევ უნდა ნახოთ, ან წვენი არ შეეშროს და ან მარილი არ აკლდეს, ზემოდან უნდა დაადოთ მწვანეულობა: დიდი კამა, შავ-კაკალა და პილპილი.

 

ბარბარე ჯორჯაძე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული