Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მიშლენი 2012: ესპანეთი და პორტუგალია

ახლახან ბარსელონაში რესტორნების გზამკვლევის - მიშლენის ესპანეთისა და პორტუგალიის გიდის პრეზენტაცია ჩატარდა. გამოცემის 2012 წლის ვერსიაში ესპანეთს ორი სამვარსკვლავიანი რესტორანი გამოაკლდა. დახურვის გამო საუკეთესოთა სიაში ვეღარ მოხვდა ფერან ადრიას ლეგენდარული რესტორანიEl Bulli.ბარსელონაში მდებარე რესტორან Can Fabes-ს კი შეფმზარეულ სანტი სანტამარიას გარდაცვალების შემდეგ ერთი ვარსკვლავი ჩამოაკლდა. წელს სამვარსკვლავიან რესტორნებს შორის ახალი სახელები არ გამოჩენილა. მიუხედავად ამისა, გასულ წელთან შედარებით, ესპანეთის უკვე ცნობილმა რესტორნებმა მთლიანობაში თექვსმეტი ვარსკვლავი შეიმატეს.  მიშლენის ახალ გამოცემაში შევიდა პორტუგალიის 12 რესტორანიც, მათ შორის ორმა (Ocean და Vila Joya Vila)ორვარსკვლავოსანის საპატიო ტიტული წელს პირველად დაიმსახურა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული