Home
ქართული | English
ოქტომბერი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

მულტიმედია

კომენტარები

გამკაცრდება თუ არა ღვინის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი?


 
"დღეს ღვინის ხარისხის შემოწმება სავალდებულო არაა"

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა, განაცხადა, რომ რთვლის სუბსიდიასთან ერთად სახელმწიფო  ღვინის სარეკლამო კამპანიისთვის თანხას გამოყოფს. ფული    ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციაში დაიხარჯება.
ცხადია, ცალკე პოპულარიზაციის მცდელობა, თუ ღვინის ხარისხი არ იქნება ევროპული სტანდარტებთან მიახლოვებული, შედეგს ვერ მოიტანს.
აღმოჩნდა, რომ ღვინის ხარისხზე ზრუნვა გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს. ექსპერტმა მევენახეობის დარგში შოთა ბერიკელაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ღვინის ხარისხზე ზრუნვა ყურძნის დაწურვიდან კი არა, ვენახის მოშენებიდან იწყება.
"დღევანდელი კანონმდებლობით, ღვინის ხარისხის შემოწმება სავალდებული არაა, ნებაყოფლობითია და სახელმწიფოს უფლება არ აქვს, ხარისხი გააკონტროლოს"_ ამბობს შოთა ბერიკელაშვილი.
ღვინის ქარხნების უმრავლესობა ხარისხზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.  შპს. "ტარა 2002"–ის წარმომადგენელი სოსო სუმბიაშვილი ამბობს, რომ დაძველებულ ღვინოს ორჯერ ამოწმებენ, შემოდგომით და გაზაფხულობით, სახელმწიფო, მართალია, ხარისხს არ აკონტროლებს, მაგრამ თავად სურთ, ღვინის ხარისხის კონტროლი და ანალიზს აკეთებენ შემკვეთის მოთხოვნის მიხედვით, ასევე სარგებლობენ საკუთარი ლაბორატორიით. შემკვეთს კი თბილისის ლაბორატორიაში მისი გადამოწმება არასდროს მოუთხოვია.
ეკონომიკის დარგში ექსპერტის დავით ნარმანიას მოსაზრებით, ღვინის ხარიხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მაღალგანვითარებული ქვეყნები, რომელთაც სპეციფიკური მოთხოვნები აქვთ ღვინის ხარისხზე. მათ შორისაა ევროკავშირი, რომელსაც ცალკე რეგულაციები და კარგად განვითარებული ღვინის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორიები აქვს.
"ამდენად, თუ საქართველოს ევროპის ან სხვა რომელიმე მაღალგანვითარებული ქვეყნის ბაზრის ათვისება სურს, აუცილებელია ხარისხზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება. ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება თითონ მეღვინეებმაც უნდა მიაქციონ და მათ აიღოს ევროკავშირის სტანდარტები. თუ ისინი ამ სტანდარტების შესაბამის ღვინოს არ ჩამოასხამენ, ევროკავშირის ბაზარი უბრალოდ არ მიიღებს მათ. რაც შეეხება რიგის გამოფენას, სადაც სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან ერთად ღვინოც იქნება წარმოდგენილი, არა მგონია ასეთი ფორუმების ჩატარება სოფლის მეურნეობნის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნებოდეს, მაშინ როცა ამ სამინისტროს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმიანობები რჩება განუხორციელებლი, მაგალითად მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება უფრო მიზანშეწონილია სამინისტროს მიერ, ვიდრე ფორუმების ჩატარება," – ამბობს ნარმანია.
ღვინის ქარხნების წარმომადგენლებმაც და მეღვინეებმაც არ იციან, რომ აშენდა ლაბორატორია თბილისში, სადაც შესაძლებელია ევროპული სტანდარტების დონეზე გაკეთდეს ანალიზი ყურძნის, ღვინისა და მარცვლეულის შესამოწმებლად.
 
"კახეთის ხმა", commersant.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული