Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დარიჩინის ხვეულები

საჭირო მასალა: 500 გ + ცოტაოდენი ფქვილი, 7 გ მშრალი საფუარი, 50 გ +7 გ შაქარი, მწიკვი მარილი, 200 მლ + 1 ს.კ. რძე, 1 ცალი კვერცხი, 1 ცალი კვერცხის გული, 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 0,5 ს.კ. დარიჩინი, 100 გ დარბილებული კარაქი, შაქრის პუდრი – მოსაყრელად.

მომზადება: 500 გ ფქვილი, საფუარი, 50 გ შაქარი და მწიკვი მარილი  თასში ჩავყაროთ. დავასხათ 200 მლ რძე, დავუმატოთ კვერცხი, ზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და თბილ ადგილას დავდგათ ასაფუებლად. დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ ცომის მოცულობა  გაორმაგდება. დარჩენილი შაქარი და დარიჩინი ავურიოთ. ცომი ორად გავყოთ, თითოეული 34X34 სმ ზომაზე გავაბრტყელოთ, წავუსვათ კარაქის ნახევარი და დარიჩინიანი გულსართის ნახევარი მოვაყაროთ. ცომი გადავახვიოთ და 1,5 სმ ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ცომი თუ ხელს მიეკრო, ცოტაოდენი ფქვილი მოვაფრქვიოთ. ასევე მოვამზადოთ ცომის მეორე ნაწილიც. ხვეულები მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და 15 წუთი გავაჩეროთ თბილ ადგილას. გათქვეფილ კვერცხს დავუმატოთ ცოტაოდენი დარიჩინი, წავუსვათ ხვეულებს და 175-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი ვაცხოთ. მზა ხვეულებს ზემოდან შაქრის პუდრი მოვაფრქვიოთ.

 © ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.