Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Vodopivec, Vitovska, 2005

ღვინო დაწურულია იტალიაში, ფრიულის მხარეში მოყვანილი ვიტოვსკას ჯიშის ყურძნიდან ძმების, პოლ და ვალტერ ვოდოპივეცების მიერ. ვენახი სულ რაღაც 4 ჰექტარზეა გაშენებული ქვიან, მინერალებით მდიდარ ნიადაგზე. ერთი ძირიდან მხოლოდ 1 კილო ყურძენი იკრიფება. ღვინო ქვევრშია დადუღებული (ქვევრები საქართველოდან, შროშიდანაა წაღებული), ყურძენს დაჭყლეტვის გარეშე ყრიან ქვევრში და 7 თვის განმავლობაში ტოვებენ, ამის შემდეგ კი მუხის ძველ ბუტებში აძველებენ 3 წელი და ერთჯერადი ფილტრაციის შემდეგ ბოთლებში ასხამენ. ღვინის ფასი ინტერნეტ-მაღაზიებში 80-დან 100 დოლარამდე მერყეობს. ღვინო ღია უნაბისფერია, სასიამოვნო გამჭვირვალობით, დომინირებს ქაცვის სურნელი, გემოზე მომრგვალებულია.ეს ღვინო კარგია აჯაფსანდალთან, შემწვარ ქათამთან, სოკოსთან, მოხარშულ გოგრასთან.

მ.ხ.

© vinoge.com

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123