Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოკოს ღვეზელი

საჭირო მასალა: ცომისთვის – 500 მლ წყალი, 1 ჩ.კ. მარილი, 1 ჩ.კ. შაქარი, 2 ჭიქა ფქვილი, 3 კვერცხი, 100 გ კარაქი. გულსართისთვის – 1 ლიტრიანი ქილით სოკო, 1 თავი ხახვი, 200 მლ არაჟანი, 150 გახეხილი სულგუნი, 1 კონა კამა, 2 ს.კ. კარაქი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ კარაქი, შაქარი, მარილი და წამოვადუღოთ. მდუღარე მასაში ჩავაყაროთ ფქვილი და ვურიოთ. ცეცხლს დავუწიოთ.  როდესაც ცომი ქვაბის კედლებზე  თხელ ქერქს გაიკერთებს და შეიკვრება, გადმოვდგათ ცეცხლდან და შეგრილებულს მიქსერით შევათქვიფოთ კვერცხი. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და კარაქში მოვშუშოთ. როცა დარბილდება, დავაყაროთ დაჭრილი სოკო და ვშუშოთ, სანამ სითხე არ დაშრება. სოკოს დავუმატოთ არაჟანი, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი. თუნუქის ფურცელზე დავფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი, ზედ მოვათავსოთ ცომი, შემდეგ გახეხილი ყველი და ბოლოს მოშუშული სოკო. გამოვაცხოთ კარგად გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული