Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

თელიანის “სამშვენისი”

გუშინ, 29 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონ სასში” “თელიანი ველმა” და “რედისონ ბლუ ივერია”-მ საფუძველი ჩაუყარეს ერთობლივ პროექტს სახელწოდებით, “იქ სადაც ღვინო ხვდება ჯაზს”. გუშინდელი საღამოს მთავარი გმირი კომპანია “თელიანი ველის” ახალი ქარვისფერი ღვინო “სამშვენისი“ იყო, 2009 წლის ბოლო სიახლე, ერთგვარი საახალწლო საჩუქარი, რომელიც “თელიანი ველმა” თავის მეგობრებს, ერთგულ მომხმარებლებსა და ხარისხიანი ღვინის გემოვნებიან მოყვარულებს შესთავაზა. ღვინო “სამშვენისი” დაყენებულია ახმეტის რაიონში მოწეული კახური მწვანის, წინანდლური რქაწითლისა და ქართლური ჯიშის, ჩინურის ყურძნისაგან. ღვინო დახვეწილი და სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა.
 
© vinoge.com


ძალიან მომეწონა, ვფიქრობ უფრო გაზაფხულს რომ მოუხდება ისეთი ღვინოა.განსაკუთრებით მაისს, მაისში ხომ თევზი ჭარბობს, თევზთან კი იდეალურია. განსაკუთრებით ჩვენებურ ცოცხალთან.


ცოტა უცნაურია თქვენი გემოვნების გამოხატვის "ჩარჩოები"- ზუსტად მაისში არ შეიძლება თევზის ჭერა საქართველოში, რადგან ამ დროს ინტენსიური ქვირითობაა!


რახან მაგდენი გცოდნია უნდა შეგახსენო ჩემო კარგო რომ 10 მაისამდე ქვირითობა არ ეწყება თევზს ხოლო 10-14–იდან კი ნამდვილად იწყება ქვირითობა და მე პირადა აპრილი მაისის თევზი განსაკუთრებით მიყვარს (გემოვნების საკითხია). იქნებ "ხიზილალასაც" არ გაჰკრავთ ზოგჯერ კბილსა?

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234