Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დურიანის ღვინო

დურიანი - ხილი, რომელიც ძირითად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გვხვდება, გარედან მსხვილი და მაგარი ქაცვით არის დაფარული, შიგნით კი მოყვითალო რბილობი აქვს. დურიანი ადამიანებს ან ძალიან უყვართ, ან სძულთ. ამ ხილს იმდენად მძაფრი და უსიამოვნო სუნი აქვს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სასტუმროებში მისი ჭამა (და შეტანაც კი) ერთ დროს იკრძალებოდა კიდეც, თუმცა გემოთი შესანიშნავი ხილია. ვიდრე ნახევარი მსოფლიო მისი გემოს ავკარგიანობაზე საუბრობს, სინგაპურელებმა დრო იხელთეს და დურიანისგან ღვინის დამზადებას შეუდგნენ. სინგაპურის უნივერსიტეტის მეცნიერები დღემდე მუშაობენ დურიანის დაღვინების მეთოდებზე. იმისათვის რომ ამ ხილისგან ღვინო დაიწუროს, თავდაპირველად, ხილს ფცქვნიან და რბილობს იღებენ. შემდეგ რბილობს სრესენ და დადუღებისათვის წყალს უმატებენ, საბოლოოდ კი მზადდება 6%-იანი ღვინო. “დურიანის მოყვარულთათვის ეს მეტად საინტერესო სასმელი იქნება. ხოლო მათ, ვისაც არ უყვარს ეს ხილი, ვურჩევ, აუცილებლად გასინჯონ, რადგან თავად ხილისაგან განსხვავებით მას უსიამოვნო სუნი არ ასდის და პირიქით, საუცხოო არომატითაც კი გამოირჩევა.” – განმარტავს მეცნიერი ფრანცისკა ტანიასური.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული