Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სადღესასწაულო კნოდელები სოკოს რაგუთი

საჭირო მასალა: 5 ნაჭერი წინა დღის პური, 250 მლ რძე, 2 თავი ხახვი, 0,5 ს.კ. კარაქი, ოთხ-ოთხი ღერი ოხრახუში და პრასა, 1 ტოტი როზმარინი, 1 კვერცხი, 1 კვერცხის გული, 50 გ წვრილად დაჭრილი შაშხი, 500 გ სოკო, 2-3 ს.კ. ზეთი, 250 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 3-4 ს.კ. ფქვილი, 50 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 200 გ სქელი ნაღები, მარილი, შავი პილპილი, ჯავზი – გემოვნებით, ცოტა დაჭრილი პრასა – მოსაყრელად.

მომზადება: პური დავჭრათ პატარა ნაჭრებად. გავაცხელოთ რძე და პურის ნაჭრებს დავასხათ. 10 წუთი დავტოვოთ, რომ დალბეს. ამასობაში 1 თავი ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. როზმარინს მოვაცალოთ ღერო, შევურიოთ ოხრახუშსა და პრასის ფოთლებს და ერთად დავჭრათ. კვერცხი, კვერცხის გული, დაჭრილი მწვანილი და ხახვი პურის მასას შევურიოთ. დავაყაროთ მარილი, პილპილი, ჯავზი და ყველაფერი ერთად კარგად ავზილოთ. მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები და ადუღებულ მარილ-წყალში მოვხარშოთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. მოხარშული კნოდელები ამოვიღოთ წყლიდან და დროებით შევინახოთ. სოკო დავჭრათ. ზეთდასხმულ, გახურებუ ტაფაზე დავყაროთ და 4-5 წუთი მაღალ ტემპერატურაზე ვშუშოთ. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი 1 თავი ხახვი ფქვილთან ერთად. 2 წუთში მოშუშულ სოკოს დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი, ღვინო და ნაღები. 4-5 წუთში რაგუ მზად იქნება, შევურიოთ კნოდელები და მოვაყაროთ დაჭრილი პრასა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული