Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმისა და ოსპის სუპი

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 1 კბილ ნიორი, 20 გ ახალი ჯანჯაფილი, 2 ცალი სტაფილო, 2 ცალი პრასა, 2 ძირი ნიახური, 1 კონა ოხრახუში, 2 ს.კ. ზეთი, 100 გ წითელი ოსპი, 2 ს.კ. კარის ფხვნილი, 1 ლ ქათმის ბულიონი, 400 გ გრილზე შემწვარი ქათმის ხორცი, 3 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი, წიწაკა, ლიმონის წვენი – გემვნებით.

მომზადება: ჯანჯაფილი და ნიორი სახეხზე გავხეხოთ. ხახვი, სტაფილო, ნიახური და ოხრახუში დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, შიგ ჩავყაროთ ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი და 2 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ დაჭრილი ბოსტნეული, ოსპი და კიდევ 2 წუთი ვშუშოთ. ბოსტნეულს დავაყაროთ კარის ფხვნილი, 1-2 წუთში დავასხათ ბულიონი და 10 წუთი ვხარშოთ. ამასობაში მოვამზადეოთ ქათმის ხორცი – შემწვარ ქათამს გადვაცალოთ კანი და ჩანგლით ავჩეჩოთ. წვნიანის მომზადებამდე 5 წუთით ადრე ქათმის ხორცი წვენში მოვათავსოთ, გავუწყოთ მარილი, წიწაკა, ლიმონის წვენი და მოვაყაროთ ოხრახუში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული