Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი Rosé, ჩელთი, 2011

15.00 ლარი

ჩელთი აგრძელებს თავისი ვარდისფერი ღვინოების სერიას. პირველი 2010 წლის მოსავლის ღვინო იყო. ესეც, წინამორბედივით, განსხვავებული ვარდისფერია, კლასიკურ Rosé-ს ნაკლებად ჰგავს. ეს Rosé უფრო ლალისფერია და სხვა ქართული როზეებისგან განსხვავებით, გაცილებით პირდაპირი, სავსე, სხეულიანი და ვაჟკაცურია. შილდაში მოყვანილი საფერავიდანაა დაყენებული, ძალზე ეფექტური სურნელები აქვს, სადაც ძირითადად კენკრა დომინირებს (გადამწიფებული ჟოლო, მაყვალი). გემოზე კიდევ უფრო იგრძნობა ეს სიძლიერე და დაჭყლეტილი კენკრის ტონები. საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება.

© ღვინის კლუბი/Weekend



შილდის საფერავი გამორჩეულია, როგორც ხილის ტონებით, ასევე სინატიფითა და გემოვნური თვისებებით, გასინჯული მაქვს ჩელთის მარნის 2008 წლის მოსავლის საფერავიც, ცალსახად უგემრიელესი ღვინო გახლავთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული