Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

WinExpo Georgia 09 გრძელდება

საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯია"-ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-3 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo Georgia 09 გრძელდება.
მე-11 პავილიონის 38 საგამოფენო სტენდზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და ამ სფეროსთან დაკავშირებული 50-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. მათ მიერ გამოფენილი პროდუქციის ნუსხა ასეთია: ღვინო, შუშხუნა ღვინოები, სპირტიანი სასმელები, საწარმოო დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები, ინგრედიენტები, დანამატები, სასუქები, ვაზისა და ვენახის მოვლის ტექნიკა, ნერგები, აქსესუარები და სხვ.
გამოფენის ორგანიზატორია საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია," მხარდამჭერი -  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სწორედ ამ უწყების მინისტრმა გახსნა გუშინ ღონისძიება, რომელიც 6 ივნისს დასრულდება.
გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, მიიღონ პროფესიონალთა კონსულტაციები და გასინჯონ წარმოდგენილი პროდუქცია.
გუშინ აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის ექსპერტებთან, სადაც წაიკითხეს მოხსენებები თემებზე: რა სარგებელს მოუტანს საქართველოს მსოფლიო ღვინის სავაჭრო ჯგუფის წევრობა, ღვინის საიმპორტო რეჟიმი ამერიკაში, საგადასახადო და სავაჭრო ბიუროს როლი ამერიკაში ფალსიფიცირებული ღვინის შესვლისა და თავიდან აცილებაში და სხვ.
დღეს გამოფენის ფარგლებში ღვინისა და ვაზის დეპარტამენტის, "სამტრესტის" ორგანიზებით საერთაშორისო დეგუსტაცია გაიმართა, რომელშიც უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა სახეობის სასმელი: წითელი მშრალი, თეთრი მშრალი და ნახევრდატკბილი წითელი ღვინოები. სულ – 52 დასახელება. საუკეთესოდ შეფასებული ღვინოები საზეიმო სადილზე მედლებითა და დიპლომებით დაჯილოვდებიან. გამოფენა ოფიციალურად ხვალ დასრულდება.
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული