Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

მუშის სალათა

საჭირო მასალა: 1 კგ. ნახევრად ცხარე წიწაკა, 200 გ. ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, 1 კონა ქინძი, 1 კონა რეჰანი, 8-10 კბილი ნიორი, 2 თავი ხახვი, ძმარი და მარილი გემოვნებით.

მოზადება: წიწაკებს წვერი ოთხად გავუჭრათ სიგრძეზე, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და რამდენიმე წუთით ვადუღოთ, შემდეგ ამოვიღოთ, გავაციოთ და კარგად გავწუროთ. შეგვიძლია დავაცალოთ ყუნწებიც. ქინძი, მარილი და ნიორი ერთად დავნაყოთ, დავუმატოთ ნიგოზი, დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ნიგვზის მასა დასველდეს და გაფუვდეს, შემდეგ დავუმატოთ ძმარი და შევაზილოთ წიწაკას. სალათას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი რეჰანი და ხახვი. სურვილისამებრ კიდევ დავუმატოთ ძმარი და მარილი.
 
©ღვინის კლუბი/vinoge.com

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234