Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარტივი ფალაფელი

საჭირო მასალა: 250 გ მუხუდო (ხმელი), 2-3 ღერი ოხრახუში, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 კვერცხის გული, 2 ს.კ. საფანელი, 3 ს.კ. ფქვილი, 0,5 ჩ.კ. ძირა, 4-5 ღერი პიტნა, 250 გ იოგურტი ან მაწონი, 4 ს.კ. რძე, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ლ ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: მუხუდო მთელი ღამით ცივ წყალში დავალბოთ. დილით გადავავლოთ წყალი და გადავწუროთ. ხახვი, ნიორი და ოხრახუში წვრილად დავკეპოთ. დაჭრილი ბოსტნეული და მუხუდო სამზარეულოს კომბაინით ან ბლენდერით დავაქუცმაცოთ. დავუმატოთ კვერცხის გული, საფანელი, ფქვილი და კარგად ავზილოთ. შევურიოთ მარილი, პილპილი, ძირა და 30 წუთი გავაჩეროთ გრილად. ამასობაში იოგურტში ავურიოთ დაჭრილი პიტნა, მარილი, პილპილი, რძე და ლიმონის წვენი. მუხუდოს მასისიგან 20 ცალი გუნდა გავაკეთოთ და მდუღარე ზეთში შევბრაწოთ. მივირთვათ იოგურტის სოუსთან ერთად.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული