Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარტოფილის სალათა მექსიკურად

საჭირო მასალა: 800 გ კანიანად მოხარშული კარტოფილი, 3 ღერი მწვანე ხახვი, 4 ს.კ. ზეთი, 0,5 ჩ.კ. კამის თესლი, 200 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 1 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა, 200 გ მოხარშული ან დაკონსერვებული სიმინდი, 1 ცალი მწიფე ავოკადო, 4 ს.კ. ლაიმის ან ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილს გავაცალოთ კანი და თხლად დავჭრათ. 2 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ კამის თესლი და მწიკვი შაქარი, დავასხათ ბულიონი, შევანელოთ მარილით, პილპილით, წამოვადუღოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. დაჭრილი კარტოფილი ამ ნარევში მოვათავსოთ 20 წუთის განმავლობაში. წიწაკა წვრილად დავჭრათ. ავოკადო გავფცქვნათ და საშუალო ზომის კუბებად დავჭრათ. ლაიმის წვენში ავურიოთ მარილი, პილპილი და 2 ს.კ. ზეთი. ბოსტნეული ერთად ავურიოთ და მოვასხათ მომზადებული სოუსი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული