Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მაღალმა გადასახადებმა შესაძლოა ღვინის ფასი შეამციროს

ელიტურ ღვინოებზე ფასები შეიძლება დავარდეს და ამის მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების კონტრაბანდასთან ბრძოლა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევს ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის ASC Fine Wines-ის დირექტორი დონ სენ-პიერი. ელიტური ღვინოები ჩინეთში ძირითადად ჰონკონგიდან და მაკაოდან შედის - ამგვარად ექსპორტიორები საგადასახადო ჯარიმებსა და მაღალი განაკვეთებით დაბეგვრას არიდებენ თავს. ჩინეთის ხელისუფლების კონტრაბანდასთან ბრძოლა შორეულ პერსპქტივაში შეიძლება ღვინოზე ფასის დაწევის საფუძველი გახდეს. ექსპერტები თვლიან, რომ თუ ჩინეთის ხელისუფლება ელიტური ღვინის ამ ორ ძირითად მარშრუტს დახურავს, მაშინ მათი მწარმოებლებისგან ფასების გადახედვა გახდება საჭირო. თუ ექსპორტიორებს სრული თანხის გადახდა მოუწევთ, ელიტური ღვინოები საგრძნობლად გაძვირდება, მომხმარებელი კი, სავარაუდოდ, ვეღარ შეწვდება ასეთ ძვირფას პროდუქტს.  სწორედ ამიტომ,გახდება აუცილებელი, რომ მწარმოებელმა ღვინის თვითღირებულება დაწიოს. ჩინეთის ბაზრის მეორე თავისტკივილი – ეს ნაყალბევი ღვინოებია. დონ სენ-პიერის თქმით, ჩინეთის ბაზარზე გამოტანილი ელიტური ღვინოების დაახლოებით 15-20% ფალსიფიცირებულია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული