Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ოცხანური საფერე, ხარება, 2009

14.00 ლარი

იმერული იშვიათი ჯიშიდან, ოცხანური საფერედან დაყენებული ღვინოები ბოლო 2 წლის მანძილზე აღარც ისეთი იშვიათობაა, როგორც 10 წლის წინ. კერძო პირები და რამდენიმე კომპანია საკმაოდ საინტერესო ღვინოებს აყენებენ ამ ჯიშიდან. ერთ-ერთია ხარებაც, რომლის ახალი ოცხანურიც ბაზარზე უკვე რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდა. ალუბლისფერი ღვინოა ჟოლოს ელფერით, ახალი ოცხანურისთვის დამახასიათებელი მკვახე, მწვანე ტონები თითქმის მთლიანად მორბილებული აქვს. სავსე, ხასიათიანი ღვინოა, ძალიან გემრიელი, სასიამოვნო მჟავიანობითა და ხანგრძლივი დაგემოვნებით, ხავერდოვანი ტანინებით. ხასიათდება შავი ბლისა და მცირეოდენი კენკრის ტონებით. კარგი მისაყოლებელი იქნება იმერულად შემწვარ ქათამთან, ნიყვის სოკოსთან, ხორციან ღვეზელთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123